რუსთაველის გამზირზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს

დაჭრა თბილისის ცენტრში. გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე რესტორან “მარკო პოლოსთან” 4 ახალგაზრდა დაჭრეს.
ერთ-ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ორ დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია გვიან ღამითვე ჩაუტარდა.
ამ დრომდე უცნობია მომხდარის სხვა დეტალები, თუმცა დანაშაული სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ- კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაკავებული არავინაა.