მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი 3 ნოემბრისთვის გადაიდო

ოლიმპიური ჩემპიონისა და პარლამენტის ყოფილი წევრის , ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი 3 ნოემბრისათვის გადაიდო.

წინასასამართლო სხდომა, თელავის რაიონულ სასამართლოში, ხვალ, 8 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო.

პროცესის გადადების მიზეზად, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხერხემალზე  ოპერაცია ჩაუტარდა და გარკვეული სახის რეაბილიტაცია სჭირდება.

ოპერაციის შემდგომ, ოლიმპიური ჩემპიონი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებებაშია  გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია.

შეგახსენებთ, გამოძიება ზურაბ ზვიადაურს, ერთი პირის განზრახ მკვლელობას ედავება.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა.

რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, შეიარაღებულ გარჩევაში გადაიზარდა.ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი პირი, მათ შორის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

თელავის რაიონულმა სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით, ოლიმპიურ ჩემპიონს და მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს,  პატიმრობა შეუფარდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში,  ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button