მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პატიმრობა გამოიყენა, ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართაც, რომელსაც გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულ ზვიადაურის ადვოკატები, მათი დაცვის ქვეშ მყოფის 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას ითხოვდნენ.

ყოფილ პარლამენტარს, თავდებში უდგებოდნენ, ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ძიუდოისტები, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი.

ბრალდების მხარე, ზვიადაურის გირაოთი განთავისუფლებას ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის არგუმენტებით არ დაეთანხმა.გარდა ამისა, პროკურორმა განმარტა, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული.

თავად ზვიადაური, წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმა და თავი დამნაშავედ არ სცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ადვოკატები არ დაეთანხმნენ.

მათი განმარტებით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან საერთოდ უნდა განთავისუფლდეს.

შეგახსენებთ, მკვლელობა 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა.

რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

გარდაცვლილია სამი და დაჭრილია ორი პირი.

ზვიადაურს განზრახ მკვლელობისთვის 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

 

მსგავსი პოსტები

Back to top button