საქართველოსიახლეები

ზურაბიშვილი მოვალეობის შესრულებას დაუსრულებელ რეზიდენციაში იწყებს

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას დაუსრულებელ რეზიდენციაში შეუდგება. უკვე ცნობილია, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ინაუგურაციამდე ვერ მოესწრება.

მიუხედავად ამისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების შესრულებას, სწორედ ათონელის რეზიდენციაში დაიწყებს. ანზორ ჩუბინიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში მუშაობის დაწყებას შეძლებს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილის დაცვის შესახებაც. ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის დაცვა რაოდენობრივად მცირდება.

მოქმედი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ, ახალარჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების მშვიდობიანად გადაბარება, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

მოისმინეთ ანზორ ჩუბინიძის და ანა ნაცვლიშვილის განცხადებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button