მნიშვნელოვანისიახლეები

ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ოცნება” დღითიდღე ავლენს პრორუსულ სახეს

საჭიროა, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა, ეს მოითხოვს სრულ მობილიზაციას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე

ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური დაპირებების ნაცვლად, „შიშის, მუქარის, რევანშის დაპირებისგან შედგება“.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის ხმებით გამარჯვების იმედი აღარ აქვს და ცდილობს საზოგადოება კონფრონტაციამდე მიიყვანოს, რადგან შემდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

„ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ძალიან გამომწვევ მომენტში. ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში და ეს უნდა დავინახოთ, მაგრამ არა შიგა და შიგ, არამედ ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ამ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა აქა-იქ ფულის დარიგების გარდა, არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვიღაცა მოიზიდო, მოხიბლო. არა, კამპანიაა ერთი და მხოლოდ ერთი, შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, ეს იქნება დაჭერები თუ სხვა.

არავის არაფერს არ ჰპირდებიან, პირიქით, იქ, სადაც მათ მიუხედავად, უცებ ჩნდება რაღაც ერთობა, რაღაც სიხალისე, საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სათავისოდ იმისთვის, რომ შექმნან მათთვის სასარგებლო პირობები საარჩევნოდ. ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში, ეს იქნება ფეხბურთელების გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატში ჩართვა და იქაც გამარჯვება, ეს იქნება ოლიმპიელების წარმატებები, იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო გაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ამ ქვეყანაში საზოგადოებაში. რას ნიშნავს ეს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? ეს იმას, ნიშნავს, რომ თვითონ იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციით, ჯახით აქამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გველაპარაკებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალება, ჩვენც გვინდა თურმე და თქვენც გინდათ. ეს არის თემა იმისათვის, რომ მიგვიყვანონ იქამდე, სადაც უკვე ძალის გამოყენება, (რომელსაც ვერ გამოიყენებენ, ამაში ვარ დარწმუნებული), მათ მხედველობაში იქნება ლეგიტიმური და შეეძლებათ, რომ გამოიყენონ. შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყველამრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა[რუსეთი] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენს გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარ არის, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევამ, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა.

ხელისუფლება, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვისკენ – ლევილში აჯანყებაზე აწყობს რაღაც ღონისძიებას, გაუგებარია ეს ღონისძიება რას ემსახურება? უხარიათ ის, რომ აჯანყება დასრულდა, თუ რა გაკვეთილები გამოაქვთ აჯანყების ღონისძიებიდან?“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საჭიროა, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა, ეს მოითხოვს სრულ მობილიზაციას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე. იმის საუბარი, მე ეს არ მომწონს, მე ის არ მომწონს, მე იმისგან ეს მახსოვს, შენ რა გახსოვს, არ არის საინტერესო, საინტერესოა, შენი შვილები რას დაიმახსოვრობენ 26 ოქტომბრიდან, არჩევნები არ არის ის, რომ შენ ირჩევ შენთვის იდეალურს და საუკეთესოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია არჩევნებზე აქტიურობა.

„საჭიროა, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ეს თქვენგან მოითხოვს სრულ მობილიზაციას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე. იმის საუბარი, რომ მე ეს არ მომწონს, მე ის არ მომწონს, მე იმისგან ეს მახსოვს. შენ რა გახსოვს, არ არის საინტერესო, საინტერესოა, შენი შვილები რას დაიმახსოვრობენ 26 ოქტომბრიდან. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 26 ოქტომბრის მერე, თუ ჩვენ არ ვიდექით იმ ადგილას, სადაც უნდა ვიდგეთ. არჩევნები არ არის ის, რომ შენ ირჩევ შენთვის იდეალურს და საუკეთესოს, ეს ხდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. რატომ ქარტია, რომელზეც ცოტას ლაპარაკობენ და მინდა, გითხრათ, ამ ოთხი კვირის მანძილზე არვის მივცემ უფლებას, არ ილაპარაკონ დღე და ღამე ქარტიაზე. ის არის ერთობის ინსტრუმენტი, სამოქმედო გეგმა და არის ის, რაც გვაძლევს რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას. დღევანდელი არჩევნები არ არის, ვის ირჩევ, არამედ რას ირჩევ – ქვეყანას, დამოუკიდებლობას, მომავალს, წარმატებას, ევროპას, თუ ირჩევ უკუსვლას და ძველ სისტემას, რომელსაც კარგად ვიცნობთ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%. ეს მომავალი თუ გინდათ, დაუტოვოთ თქვენს შვილებს, ეს არჩევანი არ არის ჩემი, ჩვენი, იმ პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ ქარტიას. ეს ქარტია არის სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა შეიქმნას კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ყველაფერმა გვაჩვენა, რომ მერე იწყება – არა ჩემი პრემიერი, ჩემი მინისტრი, ჩემი წონა უფრო დიდია, შენი ნაკლები. ერთადერთი გზა კრიზისის დაძლევის არის, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ეს თავისთავად არის დეპოლარიზაცია, რადგან ეს ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკაში და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით. მე გთავაზობთ, ყველა ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა მეოთხე პარტიამაც.

„ამ დილით ხელი მოეწერა ქარტიას მეოთხე პარტიისგან და ეს არის ის, რაც რეალურად ყველაზე უფრო მეტად აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს. ეს არის ცემენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის შეგნება, რომ ეს არის ცემენტი, რომელიც ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის დღეს, მათ გამოიჩინეს დიდი პასუხისმგებლობა, რომ მოვიდნენ და ქარტიაზე ხელი მოაწერეს, თუმცა არ მონაწილეობენ არჩევნებში, რადგან მიხვდნენ რა მახე იყო ხელისუფლებისგან მომზადებული, თუ ერთ პროცენტზე მეტი მიიღე, მაგრამ ბარიერზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება „ოცნება“ იყოს. ეს იყო მათი გათვლა. ყველა, ვისაც ჰქონდა პასუხისმგებლობის განცდა, ეს ნაწილი დათმეს და ჩანს ეს დათმობის კულტურა, რომელიც ჩვენთან შემოდის. ეს ქარტია გვაერთიანებს ყველას ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ამ მთელი პროცესის პოზიტივია არის ის, რომ მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად. ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე. ჩვენ მართლა გარდამტეხ მომენტში ვართ და ეს არა შიგადაშიგ უნდა დავინახოთ. ძალიან გვეხმარება „ოცნების“ პოლიტიკა. დღითიდღე უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა, ეს უკვე პრო აღარ არის. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ჰქვია წინასაარჩევნო კამპანია. კამპანია არის ერთი – შიში, რევანშის დაპირება. არაფერს არავის ჰპირდებიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა

მსგავსი პოსტები

Back to top button