საქართველოში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ეძებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გაუჩინარების შესახებ განცხადება შევიდა.

სამართალდამცველებს გაუჩინარებული ჟურნალისტის მეუღლე დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, აფგან მუხტარლი, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებენ.

ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, ჟურნალისტი ბოლოს 29 მაისს ნახეს. პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აფგან მუხტარლის გაუჩინარებაში, შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლების ხელი ერიოს.

ამას თავად ჟურნალისტის მიერ 26 მაისს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის მიხედვით ვარაუდობენ. აფგან მუხტარლმა დაწერა, რომ მას უთვალთვალებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button