მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზვავში მოყოლილი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თუშეთის გზაზე ზვავში მოყოლილი კაცი ცოტა ხნის წინ გარცვლილი იპოვეს. ცხედარს მაშველებმა იმ ფერდობზე მიაკვლიეს, სადაც თოვლის მასა რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა.

სამძებრო სამუშაოები, რომელშიც კახეთისა და თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე 5 მაისს მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია “თუშეთის გზის” თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

შემთხვევის დროს გადარჩა 65 წლამდე კაცი, რომელსაც ფეხის მოტეხილობა აქვს და ამ დრომდე, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button