რეგიონი

ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აქციას სახელწოდებით “არა რუსულ კანონს, კი ევროპას” მართავენ

ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აქციას სახელწოდებით “არა რუსულ კანონს, კი ევროპას” მართავენ.

“შემოგვიერთდით! ვისაც გსურთ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ემიჯნებით რუსულ კანონს! ერთად დავდგეთ საქართველოსთვის #არარუსულკანონს”, – განმარტავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მანამდე, სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დილით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებენ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიციირებულ კანონპროექტს ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც მათი თქმით, არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლისკენაც მიილტვის საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა.

ამ წუთებში სიტყვით გამოსვლის შემდგომ,ზუგდიდელი სტუდენტების ნაწილი ბულვარის ირგვლივ აგენტების” კანონს მარშით აპროტესტებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button