მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

300 ლარიანი დახმარება თუ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების უკანონო მოპოვება

რადიო ჰერეთმა სქემა გაშიფრა, რისი საშუალებითაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი მხარდამჭერებს სავარაუდოდ, უკანონოდ იზიდავს და მათი პირადი მონაცემების შეგროვება ხდება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ხალხის ნაკადი გვიან დრომდე არ წყდება. ხალხი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სოფელ კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში  მიაქვთ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, პირადობის მოწმობები და რეგისტრაციის გავლის შემდეგ ხელს აწერენ გარკვეულ დოკუმენტს. შემდეგ, პირადობის ასლს ტოვებენ ადგილზე და ელოდებიან 300 ლარის  ჩარიცხვას.

რესპოდენტების ნაწილი საპენსიო ასაკისაა და თავადაც ეეჭვებათ, რომ ფულს ჩაურიცხავენ.  ზოგი კი აცხადებს, რომ მერიის წარმომადგენლობა ხალხს ატყუებს, რადგან აღნიშნული კატეგორიების რეგისტრაცია ერთი თვის წინ დასრულდა და ის, რაც ადმინისტრაციულ ორგანოში ხდება, პირადობის ასლების დატოვებასთან ერთად, არის მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნოდ ხმების შეგროვების არაკანონიერი მცდელობა.

რადიო ჰერეთი მერის წარმომადგენელს სოფელ კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მამათ მამედოვს ესაუბრა. მამედოვი სულ რაღაც 3 თვეა, რაც მუნიციპალიტეტში აღნიშნულ პოზიციას იკავებს და იმითაა ცნობილი, რომ სახელმწიფო ენას სრულყოფილად ვერ ფლობს. ჰერეთის კითხვებმა 300 ლარიანი დახმარების დაპირებასთან დაკავშირებით მამედოვი დააბნია, შემდეგ ყველაფერი უარყო და ისიც კი თქვა, რომ საქმის ირგვლივ არაფერი სმენია.

მოუსმინეთ დახმარების მომლოდინე ხალხის ხმას

 

მერის წარმომადგენლის სოფელ კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მამათ მამედოვის ხმა:

მსგავსი პოსტები

Back to top button