სპორტი
ზვიად გოგოჭური მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ქართველი პარასპორტსმენი ზვიად გოგოჭური ოქროს მედლის მფლობელია.
ანტალიაში, პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ფინალში ზვიად გოგოჭურმა ძლიერი მოწინააღმდეგე სემ ინგრემი, 2-გზის ოლიმპიური პრიზიორი, ლონდონის ვერცხლის, პეკინის ბრინჯაოს მფლობელი, დაამარცხა.
ზვიად გოგოჭური 2016 წლის რიოს პარალიმპიური თამაშების ოქროს მფლობელი, ევროპის ჩემპიონატის და მსოფლიო თასის გამარჯვებულია.