მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ზვიად კუპრავას საქმეზე, გამოძიება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, ზვიად კუპრავას განცხადებით, დიდ-დიღომში, მე-40 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

„ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ინიციატორი თავად ზვიად კუპრავაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დავიწყეთ, რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button