ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2844 ლარი გახდა, ხოლო ევროს შეძენა 25 აპრილიდან  2.4747 ლარად იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.

25 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2844 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2589 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0255 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

25 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4747 ლარად იქნება შესაძლებელი, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4279 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0468 ლარი შეადგინა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button