კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 70-მდე ოჯახი დაზარალდა

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 500 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი დაიწვა. ხანძრის კერა სამსართულიანი სახლის სახურავზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, გადაკეტილი იყო მიმდებარე ტერიტორიაც.
დაზარალებულია 70-მდე ოჯახი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება კი 3-მა მეხანძრემ მიიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.