პამელა ანდერსონი გულახდილ მინი-ფილმში გადაიღეს [Video]

პამელა ანდერსონი ჟურნალ LOVE Magazine-ის საშობაო კალენდრისთვის გადაიღეს. მოკლე შავ-თეთრ ფილმში 48 წლის მსახიობი მზარეულად გარდაისახა.

ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, კეტი გრანტმა განაცხადა, რომ რგოლის გადაღების იდეა თავად ანდერსონს ეკუთვნის.

„პემიმ “В” კატეგორიის მცირებიუჯეტიანი ფილმის გადაღება და შავი პარიკის მორგება გადაწყვიტა“, – აღნიშნა გრანტმა.

მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჟურნალ LOVE-ის საშობაო კალენდარში ისეთ სუპერმოდელებს გადაიღებენ, როგორებიცაა: ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ბელა ჰადიდი, ემილი რატაკოვსკი და კიმ კარდაშიანის დედა – 60 წლის კრის ჯენერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button