ბიუჯეტიდან 19 800 ლარად ნაყიდი მანქანა დეპუტატის საკუთრებაა
როგორ აღმოჩნდა 19 800 ლარად გამგეობის მიერ ნაყიდი “მერსედესი” დეპუტატის საკუთრებაში?
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წელს ავტომობილი “მერსედეს ბენცი E 500” იყიდა, რომელშიც თითქმის 20 000 ლარი გადაიხადა. 2014 წელს კი ავტომობილი 5 880 ლარად გაყიდა. ავტომობილს თავდაპირველად სხვა მფლობელი ჰყავდა, თუმცა როგორც რადიო “ჰერეთმა” მოიკვლია, ამ ავტომობილის მფლობელი დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილია.
“იაფად ნაყიდი” მანქანის ისტორია სოფო სარალიძის რეპორტაჟში
საჯარო ინფორმაცია, რომელიც რადიო “ჰერეთმა” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მიიღო:
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25469″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1450263255587″]