მეტროსადგურები “ვარკეთილი”, “სამგორი” და “ისანი” გაჩერებულია – მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
თბილისის მეტროპოლიტენის სამი სადგური – „ვარკეთილი“, „სამგორი“ და „ისანი“ გაჩერებულია.
მეტროსადგურების გვირაბებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, მეტროპოლიტენში ტექნიკური ხარვეზია – რელსებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
ამ დროისათვის, ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე, მატარებლები „ახმეტელიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობენ.
ინფორმაციის წყარო