სკოლებისა და საბავშვო ბაღების მონიტორინგი გამკაცრდა

ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მონიტორინგის გამკაცრებას იწყებს.

იმ შემთხვევაში თუ გაცდენების რიცხვი 40% გადააჭარბებს სასწავლო პროცესი 3 დღით შეჩერდება. მონიტორინგის გამკაცრება ვირუსული დაავადების მიმართვიანობის გაზრდამ გამოიწვია.

სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ, გასული წლის მსგავსად, სადისპეჩეროები აამოქმედა, სადაც ოჯახის ექიმის მომსახურება იქნება შესაძლებელი, ასევე დამატებით ოთხი საავადმყოფო იმუშავებს 24 საათის განმავლობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button