მეტროსადგურები “ვარკეთილი”, “სამგორი” და “ისანი” გაჩერებულია – მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

თბილისის მეტროპოლიტენის სამი სადგური – „ვარკეთილი“, „სამგორი“ და „ისანი“ გაჩერებულია.

მეტროსადგურების გვირაბებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, მეტროპოლიტენში ტექნიკური ხარვეზია – რელსებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.​

ამ დროისათვის, ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე, მატარებლები „ახმეტელიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობენ.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button