ტყუპებს სხვადასხვა მამები აღმოაჩნდათ
ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსიში, ტყუპი გოგონების დედამ, სასამართლოს დახმარებით, ყოფილ პარტნიორს ალიმენტის გადახდა დააკისრა. 2013 წლის იანვარში დაბადებულ ბავშვებს, დნმ-ის ტესტი ჩაუტარეს. შედეგად გაირკვა, რომ ტყუპებს სხვადასხვა მამა ჰყავდათ. ამიტომ, მამა, მარტო ერთი ბავშვის ფულს გადაიხდის.
ტყუპი ბავშვების დაბადება სხვადასხვა მამაკაცისგან, ძალიან იშვიათი მოვლენაა, რომელიც მარტო ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც ქალის ოვულაციის პერიოდში, ორი კვერცხუჯრედი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაყოფიერდება ორ პარტნიორთან ერთდროული კავშირის დროს.
მოსამართლის თქმით, სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს, მან, ამერიკაში, კიდევ 2 მსგავსი შემთხვევა მოიკვლია.
ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, ქალი ძალიან გაკვირვებული დარჩა, მაგრამ აღიარა, რომ ნამდვილად ორ მამაკაცთან ერთდროულად ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა.