შუმახერის ცოლმა ლეგენდარული მრბოლელის თვითმფრინავი გაყიდა

კორინა შუმახერმა, საჰაერო ხომალდის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც მიხვდა, რომ მისი მეუღლე შტურვალთან ვეღარასოდეს დაჯდებოდა. მბრბოლელის პირადი თვითმფრინავი 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად (34 მილიონი ევრო) გაიყიდა.

ამჟამად, ქალბატონი აგარაკის გაყიდვას აპირებს, რომელიც ფრანგული ალპების სამთო-სათხილამურო კურორტზე მდებარეობს. ადრე, კორინა შუმახერმა ნორვეგიის საოჯახო სახლი და მეუღლის „ფერარი“ F-2000 გაყიდა.

ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, 2013 წლის დეკემბერში, საფრანგეთის ალპების ერთ-ერთ სამთო კურორტზე თხილამურებითსრიალისას დაშავდა. მან თავის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც გრენობილში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა სპეციალურიმედიკამენტით მისი კომა გამოიწვიეს, რათა ურთულესი ოპერაციის შემდეგ, შუმახერის ტვინი საფრთხისგან დაეცვათ.

ლეგენდარული მრბოლელი, 2014 წლის სექტემბერში, სარეაბიტაციო ცენტრიდან სახლში დაბრუნდა. გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამჟამად, 47 წლის მიხაელ შუმახერი უმოძრაოდაა და ვერ ლაპარაკობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button