მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

1 033 800 ლარის 10 პიკაპი გაზის ტრანსპორტირებისთვის

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, მილიონ ლარზე მეტს ავტომობილების შეძენაში ხარჯავს.

ინფორმაციას presa.ge ავრცელებს.

კერძოდ, 2020 წლის 3 ივნისს გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია 10 ერთეულ ახალ “პიკაპს” შეიძენს.

ამ მიზნით, 3 ივნისს შედგა ოქმი, რომლის მიხედვითაც სატენდერო კომისიამ, მისი თავმჯდომარის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორ მიხეილ შალამბერიძის ხელმოწერით, დაადასტურა 10 პიკაპის ყიდვის აუცილებლობა.

შენაძენი ქვეყნის ბიუჯეტს, ჯამში, 1 033 800 ლარი დაუჯდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button