მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

არქტიკულ წრეზე, მდინარე ამბარნაიაში 20 000 ტონა დიზელის ჩაღვრის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციის BBC ავრცელებს.

მდინარეში დიზელის ჩაღვრა მას შემდეგ მოხდა, რაც ციმბირის ქალაქ ნორილსკთან ახლოს ელექტროსადგურზე განთავსებული საწვავის ავზი ჩამოინგრა.

ვლადიმირ პუტინი ძალიან გაბრაზდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ოფიციალურმა პირებმა ინციდენტის შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეიტყვეს.

„რატომ უნდა იგებდნენ სახელმწიფო დაწესებულებები ინციდენტის შესახებ სოციალური მედიიდან?“. – ციტირებს გამოცემა პუტინის სიტყვებს.

https://www.instagram.com/p/CA-Fv1ljDzL/?utm_source=ig_embed

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button