1 200 000 ლარის დამატება ხელფასების ზრდისათვის
მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა დღეს მოიწვია

ხელფასების ზრდისათვის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 1 200 000 ლარი დაემატება.
თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა დღეს მოიწვია.
განსახილველი პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი გაორმაგდება და ის 5063, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის,.4 ათას ლარზე მეტი იქნება.
ხელფასები, რანგირების მიხედვით, გაეზრდებათ სხვა საჯარო მოხელეებსაც.
დღესვე, დეპუტატებმა იმ ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარისათვის, სამი მოადგილის დანიშვნასა და მათთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრას ითვალისწინებს.
საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარის, თენგიზ მთვარელიშვილის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები უკეთესად იქნება დაძლეული.
ცვლილებების განხილვაში მონაწილეობს ოპოზიციაც, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობის ფონზე, ისინი საკითხს მხარს არ დაუჭერენ.
თანამდებობრივი სარგოების გაზრდის საკითხი, საკრებულომ 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს, მანამდე ცვლილებების შესახებ, კომისიები იმსჯელებენ, რომლებმაც მუშაობა დღეიდან დაიწყეს.
რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში ხათუნა გულიაშვილის ხმა