მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება-თუთბერიძე

სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან ფსიქოთერაპევტი კვლავ არ შესულა. სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტისთვის ახალი ფსიქოთერაპევტის მოძიების პროცესი მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, მესამე პრეზიდენტისთვის შესაბამის მკურნალობას ყოველდღიურად ითხოვენ. თუთბერიძის თქმით, სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდება. ადვოკატები სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებას დიდი ალბათობით, სასამართლო გზით მოითხოვენ.შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება კვლავ არ შეუძლია, რადგან მიუღებლობის სინდრომი (Refusal Syndrome) აქვს. შოთა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში ხვდება.

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გამოდის ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის ნევროლოგების კონსილიუმი შეიქმნას, რომელიც მისი ნევროლოგიური მკურნალობის სქემას შეიმუშავებს.

მარიამ ჯიშკარიანის ხმა

ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული ნერვული სისტემის დაზიანებასთან ერთად, რამდენიმე ტიპის ენდოკრინოპათიაც აღენიშნება, რაც დამატებით კვლევას და ყურადღებას საჭიროებს.

ლალი ჯავაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ციხეში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მას იქ შესაბამისი მკურნალობა ვერ ჩაუტარდება.

ლალი ჯავაშვილის ხმა

მიხეილ სააკაშვილს დღეს,, გორის ჰოსპიტალში ადვოკატები შეხვდებიან. ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების დასკვნა 2 დღის წინ გასაჯაროვდა. კონსლილიუმის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილს დღემდე ეტყობა გლდანის ციხეში მოწყობილი ე.წ. შუმოკის და იქ განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული შოკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button