პრემიერი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიასთან არ ადასტურებს მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას.

“დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას და ამის მერე კომენტარი”- განაცხადა პრემიერმა.

სხვადასხვა წყაროს არაოფიციალური ცნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილია 2 ადამიანი.

“ასეთი ვითარება დედაქალაქში არ ყოფილა, ჩვენ მვუშაობთ ფაქტობრივად საგანგებო რეჟიმში მთელი მთავრობა და ყველა სამსახური,მოხდა ადამიანების გადარჩენა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რამდენია ზარალი, თუმცა ყველას დავეხმარებით და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად დრoზე აღმოიფხვრას პრობლემები” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც კარგად იმუშავა საპატრულო პოლიციამაც.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button