1 დოლარი – 2.4371 – ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის 4 ნოემბრის დადგენილი გაცვლითი კურსით ლარი კვლავ გაუფასურდა.

ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4371 ლარი იქნება.

დღეს, 3 ნოემბერს  ოფიციალური კურსი 2.4195  ლარი იყო,  თუმცა კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღრებულება 2 ლარსა და 49 თეთრს აღწევდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. 4 ნოემბერს, ერთი ევროს შეძენა2.7027 ლარად იქნება შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button