ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან
ბათუმი ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად 4 პირის დაშავდა.ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია .
ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუქი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, რის გამოც სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა, შედეგად კი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.