1 თეთრად შეძენილი პროდუქცია – 43 პირი პასუხისგებაში მიეცა

“საქართველოში 43 პირი აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და თაღლითობის ფაქტზე”, ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროდან აცნობეს.

სამართალდამცველების მტკიცებით, “ბრალდებულებმა ფასდაკლებების ერთ-ერთ ვებ გვერდზე სხვადასხვა დროს შეიძინეს სხვადასხვა კატეგორიის მომსახურება და პროდუქცია. მათი გადახდის დროს კი პროდუქციის რეალური ღირებულების ნაცვლად, მხოლოდ 1 თეთრი მიუთითეს. შედეგად ფასდაკლებების კომპანიამ თითქმის 100 ათასი ლარის ზარალი ნახა”.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სამმართველოს უფროსი მიხეილ ძაგნიძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button