ციპრასი კვლავ პრემიერ-მინისტრია [Video]

ათენის პრეზიდენტის სასახლეში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა – ალექსის ციპრასმა ფიცი დადო. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი ესწრებოდა.

საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ რადიკალური მემარცხენე ძალების კოალიციამ „სირიზამ“ გაიმარჯვა, რომელსაც სათავეში ექს–პრემიერი ალექსის ციპრასი უდგას. მისი შედეგია ხმების 35,3%.

მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ „ახალი დემოკრატია“ ხმების 28,2% მიიღო. პრაქტიკულად ეგზიტ-პოლის გამოცხადებისთანავე კონსერვატორების ლიდერმა ვანგელის მეიმარაკისმა დამარცხება აღიარა.

არჩევნების შედეგების მიხედვით, „სირიზა“ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პანოს კამენოსის „დამოუკიდებელ ბერძნებთან“ ერთად აპირებს. ამის შესახებ, ალექსის ციპრასმა ათენში „სირიზას“ შტაბბინის წინ, ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

საბერძნეთის პარლამენტში 300 ადგილია, სავარაუდოდ, აქედან 145–ს სირიზა მიიღებს, 75–ს „ახალი დემოკრატია“, 10–ს „დამოუკიდებელი ბერძნები“.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საბერძნეთში ეს უკვე მეხუთე არჩევნებია.წინასაპარლამენტო არჩევნები 25 იანვარს გაიმართა. არჩევნებში 19 პარტია მონაწილეობდა. 20 აგვისტოს, სირიზას ულტრამემარცხენე პარტიის ლიდერი, 41 წლის ალექსის ციპრასი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, ხოლო 28 აგვიტოს, საბერძნეთის პრეზიდენტმა -პროკოპის პავლოპოლუსმა პარლამენტის დაშლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.

23-24 სექტემბერს, საბერძნეთში მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დასახელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button