100 ქულიანი სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ხვალიდან იწყება

უკონტაქტო პატრულირება და 100 ქულიანი სისტემა საქართველოში ხვალიდან, 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და ძალაში წლის ბოლომდე იქბება.

2018 წლის 1-ლი იანვარიდან კი, მართვის მოწმობას ისევ 100 ქულა მიენიჭება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირდება, ნულამდე შემცირების შემთხვევაში კი, მართვის მოწმობის მფლობელს მანქანის მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდება.

მოუსმინეთ განცხადებას, რომელიც შსს-ში გაკეთდა ►

 

 

რამდენი ქულის ჩამოკლებასა და რა ოდენობის ფულად ჯარიმას ითვალისწინებს სხვადასხვა სახის დარღვევები:

30 ქულა – სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

40 ქულა – სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
40 ქულა – სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის.
15 ქულა – იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა.გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

5 ქულა – ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა. მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
15 ქულა – მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.
5 ქულა – მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა. გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
5 ქულა – სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
5 ქულა – იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა. გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.
15 ქულა – იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (აღნიშნული ნორმის ამოქმედება გათვალისწინებულია სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ. რაც, თავის მხრივ, 2018 წლიდან იგეგმება).
5 ქულა – იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით. გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
20 ქულა – სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
15 ქულა – იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ.

 

10 ქულა – სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
40 ქულა – სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება. გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

15 ქულა – სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
25 ქულა – აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
30 ქულა – განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
15 ქულა – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
20 ქულა – სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
35 ქულა – აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას.
10 ქულა- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი თუმცა არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა სიჩქარით. 50 ლარი, 40 კმ/სთ-ზე მეტად – 20 ქულა და 150 ლარი.
25 ქულა – აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას , გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
30 ქულა – სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
40 ქულა – აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
10 ქულა – ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
15 ქულა – აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
5 ქულა – მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის უგულებელყოფა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
10 ქულა – შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
20 ქულა – აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.’’
30 ქულა – შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (ამ შემთხვევები ქულები არ მოქმედებს).
20 ქულა – აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
20 ქულა – ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა.
25 ქულა – საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება. გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
30 ქულა – ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

20 ქულა- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება. გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით

მსგავსი პოსტები

Back to top button