102 წლის ვეტერანს სასკოლო ატესტატი და მედლები გადასცეს [Photo/Video]
აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 102 წლის ვეტერანს საშუალო განათლების ატესტატი და საბრძოლო დამსახურების მედლები გადასცეს, – გვაცნობებს Military Times.
გასული საუკუნის 30-იან წლებში სიდნი კოულმა საშუალო სკოლა მიატოვა და ჯარს მიაშურა. როცა მას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობის ნება არ დართეს, მაშინ ახალგაზრდამ კანადის საზღვარი გადალახა და კანადის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა.
როცა 1941 წელს პერლ-ჰარბორზე თავდასხმა განხორციელდა, კოული ავიაციიდან წავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი ავიაციაში კვლავ დაბრუნდა. მაგრამ 1945 წელს მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თვითონ კი ნაცისტურ ბანაკში 4 თვის მანძილზე ტყვედ იმყოფებოდა.
რამდენიმე დღის წინ ვეტერანს საშუალო განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საბრძოლო მედლები გადასცეს, მათ შორის – „მეწამული გული“ და „ბრინჯაოს ვარსკვლავი“.
აღსანიშნავია, რომ „ბრინჯაოს ვარსკვლავი“ აშშ-ის ჯარში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელიც 1994 წელს პრეზიდენტმა რუზველტმა დააწესა.