აშშ-ში დაჭრილთა გადამყვანი დრონების ტესტირება დაიწყო [Photo/Video]

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საიტი გვაცნობებს, რომ ამერიკის ჯარი ახალი ტექნოლოგიების ტესტირებას შეუდგა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი ჯარისკაცების გადაყვანაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
DP14 დრონი, რომელიც ფორმით სამგზავრო ვერტფრენს ჰგავს, 2 პროპელერითა და საგანგებო კამერითაა აღჭურვილი, სადაც მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი დაჭრილი ჯარისკაცის მოთავსება შეიძლება.
დრონს 200 კილოგრამი ტვირთის აწევა შეუძლია. მისი სიგრძე 2 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე – ნახევარ მეტრს. უპილოტო სანიტარ-დრონის საფრენი ლიმიტი 2 საათს შეადგენს და იგი 130 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
აპარატი ლაზერების სისტემის, GPS-სა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმართება. მას ორიენტირება შეუძლია წვიმაში, მტვერსა და ბოლში.
დრონს ასაფრენი ბილიკი არ სჭირდება. მას ნებისმიერი ადგილიდან აფრენისა და წარმოუდგენლად რთული ლანდშაფტის მქონე ადგილებში დაფრენის უნარი შესწევს.