11 თვის მონაცემებით, საქართველოში 55 ათასამდე ახალშობილი დაიბადა

გასული წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში 55 ათასამდე ახალშობილი დაიბადა.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა.

მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია სამშობიარო სახლებიდან არის მიღებული.

როგორც ჩუბურდანიზე ამბობს, სტატისტიკის დეპარტამენტი სრულ მონაცემებს, 2015 წლის დემოგრაფიულ მაჩვენებლებს თებერვლის თვეში გამოაქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოში დაბადებული არის 55 ათასამდე ახალშობილი, რაც 2014 წლის 11 თვის მაჩვენებელს 400 ერთეულით აღემატება.

რაც შეეხება სქესთა თანაფარობას, ჩიბურდანიძის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი “დემოგრაფიული აღორძინების ფონდისთვის” უცნობია.

მისივე თქმით, შემცირებულია როგორც გარდაცვლილი ახალშობილების, ისე აბორტების შემთხვევების რაოდენობა.

წყარო: მედიანიუსი

მსგავსი პოსტები

Back to top button