თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცთა დაზღვევის ტენდერი ჩავარდა
ქართველ სამხედროებს ჯანმრთელობის დაზღვევა პირველი თებერვლიდან ექნებათ. შეფერხების მიზეზი ტენდერის ჩავარდნა გახდა.
იანვარში ჯარისკაცების ჯანმრთელობის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო პირადი ბიუჯეტით აანაზღაურებს. ამ საკითხზე განმარტებები დღეს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, გააკეთა.
“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა დაზღვევა შეჩერდა – არა. აქ არაფერია არც საიდუმლო და არც მოსაპოვებელი. ჩატარდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული იყო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვეულებრივია. იანვრის თვეში თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს, 1-ელი თებერვლიდან კი, დაზღვევა ჩვეულებრივ გაგრძელდება. სამხედროებისთვის ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, ვინაიდან მათ ჯანმრთელობაზე ზუსტად ისევე იზრუნებს თავდაცვის სამინისტრო, როგორც დაზღვევა რომ ჰქონოდათ, უბრალოდ, ჯიბეში ბარათი 1-ელი თებერვლიდან ექნებათ, ნაცვლად 1-ელი იანვრისა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.