ავარიას კახეთში 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად ქვეითად მოსიარუელე 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც რადიო “ჰერეთს” გაზეთ “კახეთის ხმიდან” აცნობს, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც თავაის მხრივ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბრალეულობის საკითხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.