ანთებული მობილური ტელეფონებით და დისტანციის დაცვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, თელ-ავივში, რაბინის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, აქციის მონაწილეებს ნიღბები ეკეთათ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელში შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა დემონსტრაციები დაშვებულია, თუ მისი მონაწილეები დისტანციას დაიცავენ და ნიღბებს ატარებენ.
“გადაარჩინეთ დემოკრატია”, – ამ ლოზუნგით შეკრებილმა დემონსტანტებმა ბენი განცის პარტიას მოუწოდეს, არ შეუერთდნენ კორუფციაში ბრალდებული პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებას. ისრაელში, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ გამოძიება კორუფციასთან დაკავშირებულ 3 საქმეზე მიმდინარეობს.