მსოფლიოსიახლეები

ნავთობის ფასი ბოლო 21 წელიწადში ყველაზე დაბალია – $14

20 აპრილს, COVID-19-ის პანდემიისა და მსოფლიოს ქვეყნების ჩაკეტვის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ამერიკული ნავთობის ფასი 15 აშშ დოლარს ჩამოსცდა. ეს ბოლო 21 წლის მანძილზე, ყველაზე დაბალი ფასია.

როგორც CNBC წერს, მოთხოვნის შემცირების ფონზე, აშშ-ში ნავთობის რეზერვები იზრდება, რაც ფასის კლებას განაპირობებს.

2019 წელს ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი $64 იყო, 2018 წელს კი, – $71.

2020 წლის მარტიდან, პანდემიის გავრცელების პარალელურად,რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, რომლებიც ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები არიან, „ნავთობის ფასების ომი“ მიმდინარეობს.

ნავთობის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც რუსეთმა და ოპეკმა მოპოვების შეზღუდვაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აპრილიდან ნავთობის მოპოვებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

რუსეთმა უარი განაცხადა, დაეკმაყოფილებინა ოპეკის მოთხოვნა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. ოპეკის ქვეყნებს სურდათ, ასე დახმარებოდნენ სანავთობო ბაზარს, რომელსაც კორონავირუსის გამო ბოლო დროს პრობლემები შეექმნა.

ამასთან ერთად, საუდის არაბეთმა კიდევ ერთი ზომა მიიღო და განაცხადა, რომ აპრილში თავისი ნავთობის ფასს ბარელზე 6-8 აშშ დოლარს დააკლებს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზანი ბაზარზე თავისი წილის გაზრდა და რუსეთზე ზეწოლაა.

ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად, გაუფასურდა რუსული რუბლიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button