მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

12 034 უკრაინელი ბავშვი რუსეთშია დეპორტირებული

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყების დროიდან უკრაინაში დაკარგულად 329 ბავშვი ითვლება. უწყების ცნობით, 12 034 ბავშვი რუსეთშია დეპორტირებული.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაცემები 28 ნოემბრის მდგომარეობითაა დათვლილი
“2022 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით: დაკარგულია 329, დეპორტირებულია 12 034 და ნაპოვნია – 7 819 ბავშვი“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, ციფრები საბოლოო არაა, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ფრონტის ხაზიდან, უკრაინის ოკუპირებული და განთავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მონაცემების გადამოწმებისთვის.

უკრაინის ცნობით, რუსეთის ომის შედეგად 440 ბავშვი დაიღუპა და 851 ბავშვი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button