12 მილიონიანი გრანტი პროფესიული განათლების განვითარებისთვის

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში თელავის
უნივერსიტეტში სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა და პროფესიული განათლების განვითარებისთვის კონკურსის პირობები და მოთხოვნები გააცნო.

როგორც რადიო „ჰერეთს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა გიორგი კოპალეიშვილმა განუცხადა, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება კი შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების სფეროში.

“კონკურსის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსებასაბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში”. – განუცხადა რადიო “ჰერეთს”

გიორგი კოპალეიშვილი_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button