თემურ ნოზაძემ საქართველოს მედალი მოუტანა

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველთაგან მეორე მედალიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს.

55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელს თემურ ნოზაძე იცავდა. მან რეპეშაჟში გამარჯვების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

თურქ მეტოქე ზეჰირ უგურჩანთან ბრძოლაში ქართველი თავიდან დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მეტოქემ მას ვაზარი აართვა. საბედნიეროდ, ბოლო წამებზე ჩვენებურმა შეუტია და ვაზარით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაოს მედალი 50 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ კახნიაშვილმა მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button