13 000 დოლარის აღების ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს.
როგორც რადიო “ჰერეთს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიებით დადგენილია, რომ მამაკაცი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით მოქალაქეს დაჰპირდა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2 734 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 13 000 აშშ დოლარი.
“გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებას ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, – განაცხადეს შს სამინისტროში.