მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

13 მილიარდი ევრო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისთვის

ევროკავშირი, მსოფლიო ბანკთან ერთად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 13 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის გამოყოფას აპირებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის განვითარების მიზნით, ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პრიორიტეტად ისახავს პროექტების განხორციელებას სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

აღნიშნული პროექტები მთლიანობაში 13 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებს მოითხოვს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია 4.800 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო და სარკინიგზო გზების, 6 პორტის და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზოგიერთი პროექტის დასრულება 2020, ზოგის კი 2030 წლისთვის იგეგმება.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის შესრულება რეგიონის მოსახლეობას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ამ პროგრამის წევრი ექვსი სახელმწიფო ტრანსევროპულსატრანსპორტო ქსელში შეიყვანეს. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანიც ევროკავშირსა და მის საზღვრებთან სატრანსპორტო სისტემის ხარვეზების აღმოფხვრაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button