სპორტი

13 წლის შემდეგ ქართველების „ანორთოსისი“ თასის ფინალში გავიდა

კვიპროსის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში, ქართველებით დაკომპლექტებული „ანორთოსისი“ „აპოელს“ სტუმრობდა.

გუნდების პირველი შეხვედრა ქეცბაიას კლუბს 1:0 ქონდა მოგებული.

მასპინძლები არცთუ ისე დამაჯერებლები იყვნენ და ფამაგუსტელებმა მათ 3:1 სძლიეს.

იმის მიუხედავად, რომ ქართველ ფეხბურთელებს არცერთი გოლი არ გაუტანიათ, მათი წვლილი ამ გამარჯვებაში დიდია.

ბუბა დაუშვილი დისკვალიფიცირებული იყო და გუნდს ვერ დაეხმარა. სამაგიეროდ, ქეცბაიამ სასტარტოში დააყენა გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, მორჩენილი ტრამვის მიუხედავად, ქეცბაიამ ის 64-ე წუთზე შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ასეთ შედეგს ქართველი ლეგიონერებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, 13 ლის შემდეგ პირველად მიაღწია.

ფინალში „ანორთოსისი“ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში „აელი“ იოლად დაამარცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button