მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდა

უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შარაშენიძემ შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს ხელისუფლებამ ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოკუპირებული დონბასიდან რუსული სამხედრო ძალებმა უკრაინის მიმართულებით სროლა განაახლეს.

ხელისუფლებამ შარაშენიძე უკრაინიდან 2020 წლის 8 მაისს “კონსულტაციებისთვის” გამოიწვია. მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button