მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დედამიწის დღეს კახეთში გამწვანების აქციით აღნიშნავენ

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში დასუფთავება – გამწვანების აქცია მიმდინარეობს. აქციაში, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

“სულაც არ მეჩვენება პათეტიურად, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მოვლა- პატრონოვა სჭირდება. რამდენადაც ჩვენ გავუფრთხილდებით, ის ასმაგად დაგვუბრუნებს ამ ზრუნვის შედეგს. კახეთმაც ზედიზედ მესამედ სუფთა რეგიონის სტატუსი დაიმსახურა და საკუთარი წვლილი შეაქვს ეკოლოგიის გაჯანსაღებაში, რაც საბოლოოდ ჩვენს ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. გარემოზე ზრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს”- განაცხადა შიოშვილმა.

გამწვანება – დასუფთავების აქციები კახეთის რეგიონში, შემოდგომა – გაზაფხულის სეზონზე ტარდება.

დედამიწის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, ყოველწლიურად, 22 აპრილს აღნიშნავენ.
ამ დღეს, ყველგან გარემოს მხარდამჭერი, გამწვანების, დასუფთავებისა და ეკოლოგიის გამაჯანსაღებელი ღონისძიებები მიმდინარეობს.

დედამიწის დღე 1970 წელს დაარსდა, დღესდღეობით კი, მას მსოფლიოს 193 ქვეყანაში აღნიშნავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button