მნიშვნელოვანისიახლეები

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში სპეცოპერაცია სავარაუდოდ დასრულებულია

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში, სავარაუდოდ, სპეცოპერაცია დასრულებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელთან მოლაპარაკების შედეგად, რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა.
ციტა ხანში, შინაგან საქმეთა მინისტრი კოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

არსებული ინფორმაციით, შენობა ყველა პირმა დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდცვრლებმა შეიარაღებული პირის დაკავება მოახერხეს.

ადგილზე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.

პარალელურად ტერიტორიიდან გავიდა მანქანა, რომელსაც ტაში დაუკრეს. უცნობია, იყო თუ არა ამ მანქანაში თავდამსხმელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, “საქართველოს ბანკთან” გასროლის ხმა იყო. ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, შსს-ს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.

ადგილზე სამართალდამცველების დიდი მობილიზება და გადაადგილებაა. სამართალდამცველები ჟურნალისტებს ტერიტორიასთან მიახლოების საშუალებას მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აძლევენ.

ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გამოვიდა, რომელსაც სავარაუდოდ დაშავებულები გამოიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button