მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საკვებზე ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა-ბაიდენი

​ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, საკვებზე ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.

ჯო ბაიდენის თქმით, პორტები ბლოკირებულია, რის გამოც უკრაინას 20 მილიონი ტონა მარცვლეული ექსპორტზე ვერ გააქვს. შტატები ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებენ იმისთვის, რომ უკრაინაში ბლოკირებული მარცვლეული მსოფლიო ბაზარზე გავიდეს.

“უკრაინაში ომის გამო ჩვენ ინფლაცია გვაქვს. პუტინის ომმა გაზარდა ფასი საკვებზე, რადგან უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში ხორბლისა და სიმინდის ორი მთავარი მიმწოდებელია. უკრაინას ახლა საწყობში 20 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს, ეს ინახება გასული მოსავლის აღების შემდეგ. ჩვეულებრივ, ეს უკვე გატანილი იქნებოდა მსოფლიოს ბაზარზე, მაგრამ პუტინის შეჭრისა და პორტის ბლოკადის გამო, ეს ასე არ ხდება.

მე მჭიდროდ ვთანამშრომლობ ევროპელ პარტნიორებთან, რათა უკრაინაში ჩაკეტილი მარცვლეული გავიდეს მსოფლიო ბაზრზე, რაც ფასების შემცირებას ხელს შეუწყობს. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, თავიდანვე ვთქვი – და ყველა არ დამეთანხმა – არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს მათი ტერიტორიაა. მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების დახმარებას, რათა მათ საკუთარი თავის დაცვა შეეძლოთ,”- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.

ამასთან ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მაღალი რჩება რუსეთის საჰაერო მოქმედება უკრაინის დონბასის რეგიონში, რუსეთის საჰაერო ძალები ახორციელებენ თავდასხმებს როგორც მიზანმიმართული, ისე განურჩეველი იარაღით.

თავის ყოველდღიურ სადაზვერვო გამოცემაში სამინისტრო წერს, რომ რუსეთმა გააძლიერა ტაქტიკური საჰაერო საშუალებების გამოყენება თავის ეტაპობრივ წინსვლაში, და ის კომბინირებულად მიმართავს საჰაერო დარტყმებს და საარტილერიო შეტევებს დონბასში. “განურჩეველი ტყვია-წამლის მზარდმა გამოყენებამ შედეგად მოიტანა დონბასის შენობებიანი ადგილების ფართომასშტაბიანი ნგრევა და თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გამოიწვია დიდი ირიბი ზარალი და მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის” – წერს სამინისტროს დაზვერვის უწყება 4 ივნისს.

მოსკოვმა დონბასის მთელი აღმოსავლეთის რეგიონის ხელში ჩაგდება თავისი არაპროვოცირებული შეჭრის მთავარ მიზნად დაისახა მას მერე, რაც მისი ძალები კიევიდან განდევნილ იქნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button