მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის განმავლობაში სახლები 14 მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა

უკრაინაში 101-დღიანი ომის განმავლობაში თითქმის 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, რომ საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. მათგან უმეტესობა იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები რადგან 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება საომარი მდგომარეობის დროს ეკრძალებათ.

ამის შესახებ საუბარია გაეროს კრიზისების კოორდინატორის, ამინ ავადის მოხსენებაში.

“იძულებითი გადაადგილების ასეთი მასშტაბი და ასეთი სიჩქარე ისტორიაში ჯერ არ ყოფილა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გაეროს მონაცემებით, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებული იყო, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო სწავლა შეეწყვიტა. ქვეყნის მასშტაბით კი ასობით ათას ადამიანს არ აქვს წვდომა წყალსა და ელექტროენერგიაზე.

“საერთო ჯამში, უკრაინის 15,7 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება და რიცხვი იზრდება”, – ნათქვამია
მოხსენებაში.

ომის 101 დღე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიევის ოლქში კიდევ აღმოაჩინეს დახვრეტილი და ნაწამები უკრაინელების ცხედრები.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 1300-ზე მეტი ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა.

ისინი, შემდგომი ექსპერტიზისითვის, მორგში გადაიტანეს.

200-ზე მეტი მოკლულის ვინაობა დადგენილი ჯერაც არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button