მნიშვნელოვანისპორტი

14 წლის შემდეგ ანორთოსისი კვლავ თასის მფლობელია

კვიპროსის თასის ფინალში ფამაგუსტას “ანორთოსისი” “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.ქეცბაიას გუნდის 4_ვე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იდგა 4_ვემ სამწუხაროდ ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

იმის გამო, რომ მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, არბიტრმა დამატებითი პერიოდი დანიშნა. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ლორია ბოლომდე, 120 წუთი ათამაშა.რაც შეეხება ბუბა დაუშვილს, ქეცბაიამ ის 46_ ე წუთზე შეცვალა.

გამარჯვების გოლი ქვილითაიამ 110_ე წუთზე გაიტანა და 14 წლის შემდეგ ანორთოსისი ქვეყნის თასს დაეუფლა. თემურ ქეცბაიასთვის, ამ გუნდში მოპოვებული ეს მეორე თასია.

პირველად, მისი ხელმძღვანელობით ფამაგუსტელებმა თასი 2007 წელს მოიგეს. შემდეგ ქართველი სპეციალისტი გუნდიდან წავიდა და მხოლოდ 2019_20 წლების სეზონში დაბრუნდა. საერთო ჯამში ანორთოსისის ანგარიშზე, ეს მე_11 თასია.

კლუბის პრეზიდენტი ევგენიოს ამბულასი თვლის,რომ თემურ ქეცბაია გუნდში უნდა დარჩეს და ომედოვნებს,რომ ის ახალ კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოაწერს.

მსგავსი პოსტები

Back to top button