სპორტი

ნადალმა რომის მასტერსი მოიგო. ფინალში მან ჯოკოვიჩი დაამარცხა

რაფაელ ნადალმა რომის მასტერსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი 2 სთ და 49 წუთში დაამარცხა.ჯოკოვიჩმა,_დაძაბული შაბათის შემდეგ , როცა მან ტურნირის სხვა მატჩები მოიგო,_ ესპანელის შემოტევას ვეღარ გაუძლო და პირველი სეტი 5:7 დათმო.

მეორე სეტში დამაჯერებელი ანგარიში 6:1 მოგება დააფიქსირა, მაგრამ გადამწყვეტ რაუნდში 3:6 დამარცხდა. ამ ორ უძლიერეს ჩოგბურთელს შორის ეს, ურთიერთშეხვედრების 57_ე დაპირისპირება იყო.

აქედან 28_ჯერ ესპანელმა მოიგო, სერბმა კი 29 გამარჯვება დააგროვა.

“რომში გამარჯვება ძალიან მინდოდა, ეს მოგება მნიშვნელოვანია ჩემი თავდაჯერებისთვის”, _ აღნიშნა ფინალის შემდეგ თიხნარის მეფე რაფაელ ნადალმა. ესპანელისთვის ეს 36_ე მოგებული მასტერსია.თუმცა კონკრეტულად რომის მასტერსი ნადალმა უკვე მე_10_ედ მოიგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button